სასქესო ასოს მოკლე კვანძი
სასქესო ასოს მოკლე ლაგამი ანუ პენისის მოკლე კვანძი არის ანომალია ამ ორგანოს განვითარებაში, რომლის დროსაც კანის ჭიმი ასოს თავის ქვედა ზედაპირის გასწვრივ არასაკმარისია სიგრძით და შეიძლება ძლიერად დაიჭიმოს და დაზიანდეს სქესობრივი აქტის დროს.
დაავადება ვლინდება ტკივილით სქესობრივი აქტის დროს და ასოს ლაგმის ნახეთქვებით, რომელთაც თან ახლავს ძლიერი სისხლდენა. ზოგჯერ ამ ანომალიის მქონე მამაკაცებს შეიძლება ასევე ჰქონდეთ ნაადრევი ეიაკულაცია.
სასქესო ასოს მოკლე ლაგმის მკურნალობისას, თუ იგი ჯერ არ არის დაზიანებული, ტარდება მცირე პლასტიკური ოპერაცია, რომელიც იძლევა განივი გაკვეთისა და ქსოვილების სიგრძივი გადაკერვის საშუალებით ლაგმის დაგრძელების ეფექტს.
სასქესო ასოს ლაგმის დაზიანებისა და წარუმატებლად შეხორცების შემთხვევაში აუცილებელია მისი რთული z- ფორმის პლასტიკის ჩატარება.