WhatsApp

ჩუჩის პლასტიკა

arrow back უკან
ჩუჩის პლასტიკა

სასქესო ასოს ჩუჩის პლასტიკური ქირურგია შესაძლოა დაკავშირებული იყოს მის მოცილებასთან ან აღდგენასთან.

ჩუჩის მოშორების ოპერაციას წინადაცვეთა ეწოდება. ეს ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს სამედიცინო, რელიგიური ან ესთეტიკური მიზეზების გამო. ამ ოპერაციის განხორციელების 5-ზე მეტი გზა არსებობს. საუკეთესო ესთეტიკური შედეგი აჩვენა გეომეტრიული პრინციპების საფუძველზე შესრულებულმა წინადაცვეთამ პლასტიკური ქირურგიის მეთოდით.

ხანდახან ჩნდება სიტუაცია, როცა საჭიროა მოცილებული ჩუჩის აღდგენა. ამისთვის პლასტიკური ქირურგია ჩვეულებრივ გამოიყენება სათესლე პარკის კანის ნერგის გამოყენებით. სასქესო ასოს კანის არაქირურგიული დაჭიმვის მეთოდები ჩუჩის აღდგენისთვის, როგორც წესი, არაეფექტურია.

ტესტი ერექციის შეფასებაზე (SHIM)

ტესტი შეაფასებს თქვენს ერექციას ბოლო 6 თვის განმავლობაში

  1. როგორ შეაფასებდით თქვენს თავდაჯერებულობას, რომ შეძლებთ ერექციის მიღწევას და შენარჩუნებას?
  2. როდესაც თქვენ გიჩნდებოდათ ერექცია სქესობრივი სტიმულაციის დროს, რამდენად ხშირად იყო ეს საკმარისი პენისის საშოში შესაყვანად?
  3. სქესობრივი აქტის დროს რამდენად ხშირად ახერხებდით ერექციის შენარჩუნებას პენისის საშოში შეყვანის შემდეგ?
  4. სქესობრივი აქტის დროს გიჭირდათ ერექციის შენარჩუნება სქესობრივი აქტის დასრულებამდე?
  5. სქესობრივი კავშირის მცდელობისას რამდენად ხშირად იყავით კმაყოფილი? 
Man

შედეგი

Warning

დასკვნა:

უპასუხეთ ტესტის ყველა კითხვას

შედეგი

Warning Checked

დასკვნა:

გამოვლინდა ერექციის მძიმე მოშლილობა

გამოვლინდა ერექციის საშუალოსა და მძიმეს შორის სასაზღვრო მოშლილობა

გამოვლინდა ერექციის ზომიერი მოშლილობა

გამოვლინდა ერექციის მსუბუქი მოშლილობა

ერექციის მოშლილობა არ გამოვლენილა

ნაადრევი ეაკულაციის ტესტი (ნეკრი)

შემდეგი კითხვები აღწერს თქვენს სექსუალურ ფუნქციას ბოლო 4 კვირის განმავლობაში. ტერმინები „ეაკულაცია“ და „თელსდანთხევა“ ნიშნავს სათესლე სითხის (სპერმის) გამოყოფას ურეთრის გარე ღიობიდან (ნავისებრი ფოსოდან), რომელსაც თან ახლავს სასიამოვნო შეგრძნებები (ორგაზმი).

  1. თქვენი ეიაკულაცია პერიოდულად ან მუდმივად ვითარდება პენისის საშოში შეყვანამდე ან სქესობრივი აქტის დაწყებიდან 2 წუთზე ნაკლებ დროში?
  2. ამჩნევთ თუ არა ეაკულაციაზე კონტროლის მუდმივ ან პერიოდულ ნაკლებობას?
  3. განიცდით შფოთვას ეაკულაციის მდგომარეობის შესახებ?
  4. ამჩნევთ თუ არა მუდმივ ან პერიოდულ უუნარობას, რომ მიანიწოთ სქესობრივი კმაყოფილება თქვენს სქესობრივ პარტნიორს?
  5. თქვენი სექსუალური ფუნქციის მდგომარეობამ გამოიწვია თუ არა კონფლიქტური სიტუაციები თქვენს სქესობრივ პარტნიორთან?
Man

შედეგი

Warning

დასკვნა:

უპასუხეთ ტესტის ყველა კითხვას

შედეგი

Warning Checked

დასკვნა:

ადრეული ეიაკულაცია არაა გამოვლენილი

გამოვლენილია ნაადრევი ეიაკულაცია

ტესტოსტერონის უკმარისობის ტესტი (AMS)

რომელი სიმპტომი გაქვთ ამჟამად? გთხოვთ, მონიშნოთ შესაბამისი პასუხები თითოეული სიმპტომისთვის. ჩაწერეთ კითხვარში გამოტოვებული სიმპტომი უჯრაში: "არცერთი".

  1. ზოგადი თვითშეგრძნებისა და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება (ზოგადი ჯანმრთელობა, სუბიექტური შეგრძნებები)
  2. ტკივილი სახსრებში და კუნთებში (ტკივილი წელის არეში, ტკივილი სახსრებში, წელის ქვედა ნაწილში, ტკივილი მთელ ზურგში)
  3. ჭარბი ოფლიანობა (გადაჭარბებული ოფლიანობის მოულოდნელი/უეცარი პერიოდები, წამოხურებები, დაძაბვის ხარისხისგან დამოუკიდებლად)
  4. ძილის პრობლემები (დაძინების გაძნელება, პრობლემები ძილის დროს, ადრეული გაღვიძება, დაღლილობის შეგრძნება გამოღვიძებისას, უხარისხო ძილი, უძილობა)
  5. ძილის მომატებული მოთხოვნილება, დაღლილობის ხშირი შეგრძნება
  6. გაღიზიანებადობა (აგრესიულობის შეგრძნება, არაადეკვატურ სტიმულებზე გაღიზიანება, აპათია)
  7. ნერვოზულობა (შინაგანი დაძაბულობა, ნერვიულობა, მოუსვენრობა)
  8. შფოთვა (პანიკის შეტევები)
  9. ფიზიკური გადაღლა / სასიცოცხლო ძალების დაქვეითება (შრომისუნარიანობის ზოგადი დაქვეითება, აქტივობის დაქვეითება, დასასვენებელი აქტივობებისადმი ინტერესის დაკარგვა, დაბალი თვითშეფასება, მიღწეულითთ უკმაყოფილება, იმის აუცილებლობა, რომ აიძულოთ საკუთარი თავის აქტიურობის წამოსაწყებად)
  10. კუნთური ძალის შემცირება (სისუსტის შეგრძნება)
  11. დეპრესია (მოწყენილობის შეგრძნება, სევდა, ცრემლიანობა, სტიმულის ნაკლებობა, განწყობის ცვალებადობა, უსარგებლობის შეგრძნება)
  12. შეგრძნება, რომ სიცოცხლის პიკი ჩავლილია
  13. დაცარიელებულობა, „ხელიდან წასვლის“ შეგრძნება:
  14. წვერის ზრდის სიჩქარის შემცირება
  15. სქესობრივი ურთიერთობის უნარისა და სიხშირის შემცირება
  16. დილის ერექციების რაოდენობის შემცირება
  17. სქესობრივი სურვილის / ლიბიდოს შემცირება (სექსისგან სიამოვნების არქონა, სექსუალური კონტაქტების დამყარების სურვილის არქონა).
Man

შედეგი

Warning

დასკვნა:

უპასუხეთ ტესტის ყველა კითხვას

შედეგი

Warning Checked

დასკვნა:

ტესტოსტერონის დეფიციტის ნიშნები არ გამოვლინებულა

გამოვლენილია ტესტოსტერონის უმნიშვნელო დეფიციტის ნიშნები

გამოვლენილია ტესტოსტერონის ზომიერი დეფიციტის ნიშნები

გამოვლენილია ტესტოსტერონის მნიშვნელოვანი დეფიციტის ნიშნები