WhatsApp

მამაკაცის უნაყოფობა

arrow back უკან

დაქორწინებული წყვილების დაახლოებით 15%-ს უნაყოფობა აწუხებს, შემთხვევათა ნახევარში კი ეს მამაკაცის "ბრალია".

მრავალი ფაქტორი იწვევს მამაკაცის უნაყოფობას. უმეტეს შემთხვევაში, დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობი რჩება (იდიოპათიური უნაყოფობა). ყველაზე გავრცელებული ცნობილი ფაქტორებია: ვარიკოცელე, სასქესო ორგანოების ინფექციური დაზიანებები, ჰორმონალური დარღვევები, გენეტიკური ანომალიები და ა.შ.

მამაკაცის უნაყოფობის ყველაზე მძიმე, მაგრამ იშვიათი გამოვლინებაა აზოოსპერმია (სპერმატოზოიდების არარსებობა სპერმაში). ამავდროულად, არაობსტრუქციული აზოოსპერმია, რომელიც დაკავშირებულია სათესლე ჯირკვლებში სპერმის გამომუშავების დარღვევასთან, უფრო ხშირად (80-85%) გამოვლინდება. ასევე არსებობს ობსტრუქციული აზოოსპერმია (15-20%) სათესლე სადინარების ობსტრუქციის გამო, ყველაზე ხშირად ეპიდიდიმისში (სათესლის დანამატებში).

მამაკაცის უნაყოფობაზე ეჭვისას კვლევის სავალდებულო მეთოდია სპერმის შესწავლა (სპერმოგრამა) სქესობრივი აბსტინენციის 3 დღის შემდეგ. 1 ანალიზის ნორმალური შედეგით უშვილობის დიაგნოზი უარყოფილია. თუ სპერმის ანალიზში არის გადახრები, საჭიროა სპერმის კიდევ ერთი გამოკვლევა.

ჰორმონალური, გენეტიკური ტესტები და კვლევები რეპროდუქციული სისტემის ორგანოებში ინფექციების გამოსავლენად გამოიყენება სპერმოგრამაში შესაბამისი გადახრების არსებობისას (სპერმატოზოიდების რაოდენობის, მობილობის და სტრუქტურის გაუარესება, აგრეთვე ლეიკოციტების მატება სპერმაში და ა.შ.).

ბოლო წლებში პოპულარული გახდა სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაციის კვლევა. თუ ეს მაჩვენებელი ნორმას აჭარბებს, ჩასახვის ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება.

მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა გამომწვევი ფაქტორის გამოვლენის შემთხვევაში მდგომარეობს მის აღმოფხვრაში (ვარიკოცელეს მკურნალობა, ჰორმონალური დარღვევები, ინფექციური პროცესები და ა.შ.).

დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული, მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში ოპტიმალური შედეგი მიიღწევა ანტიოქსიდანტებით მკურნალობით.

არაობსტრუქციული აზოოსპერმიის დროს გამოიყენება სპერმატოზოიდების ექსტრაქციის მიკროქირურგიული მეთოდები (მიკროთეზე) მათი გამოყენებისთვის ხელოვნური განაყოფიერების სხვადასხვა ვარიანტში.

ობსტრუქციული აზოოსპერმიის დროს შეიძლება ჩატარდეს სათესლე სადინარების მიკროქირურგიული აღდგენის ოპერაცია (ვაზოვასოსტომია ან ვაზოეპიდიდიმოსტომია). ასევე შესაძლებელია სპერმატოზოიდების ექსტრაქცია ეპიდიდიმუსიდან კანის მეშვეობით (პეზა) ან სასურველი მიკროქირურგიული მეთოდით (მეზა).

ტესტი ერექციის შეფასებაზე (SHIM)

ტესტი შეაფასებს თქვენს ერექციას ბოლო 6 თვის განმავლობაში

  1. როგორ შეაფასებდით თქვენს თავდაჯერებულობას, რომ შეძლებთ ერექციის მიღწევას და შენარჩუნებას?
  2. როდესაც თქვენ გიჩნდებოდათ ერექცია სქესობრივი სტიმულაციის დროს, რამდენად ხშირად იყო ეს საკმარისი პენისის საშოში შესაყვანად?
  3. სქესობრივი აქტის დროს რამდენად ხშირად ახერხებდით ერექციის შენარჩუნებას პენისის საშოში შეყვანის შემდეგ?
  4. სქესობრივი აქტის დროს გიჭირდათ ერექციის შენარჩუნება სქესობრივი აქტის დასრულებამდე?
  5. სქესობრივი კავშირის მცდელობისას რამდენად ხშირად იყავით კმაყოფილი? 
Man

შედეგი

Warning

დასკვნა:

უპასუხეთ ტესტის ყველა კითხვას

შედეგი

Warning Checked

დასკვნა:

გამოვლინდა ერექციის მძიმე მოშლილობა

გამოვლინდა ერექციის საშუალოსა და მძიმეს შორის სასაზღვრო მოშლილობა

გამოვლინდა ერექციის ზომიერი მოშლილობა

გამოვლინდა ერექციის მსუბუქი მოშლილობა

ერექციის მოშლილობა არ გამოვლენილა

ნაადრევი ეაკულაციის ტესტი (ნეკრი)

შემდეგი კითხვები აღწერს თქვენს სექსუალურ ფუნქციას ბოლო 4 კვირის განმავლობაში. ტერმინები „ეაკულაცია“ და „თელსდანთხევა“ ნიშნავს სათესლე სითხის (სპერმის) გამოყოფას ურეთრის გარე ღიობიდან (ნავისებრი ფოსოდან), რომელსაც თან ახლავს სასიამოვნო შეგრძნებები (ორგაზმი).

  1. თქვენი ეიაკულაცია პერიოდულად ან მუდმივად ვითარდება პენისის საშოში შეყვანამდე ან სქესობრივი აქტის დაწყებიდან 2 წუთზე ნაკლებ დროში?
  2. ამჩნევთ თუ არა ეაკულაციაზე კონტროლის მუდმივ ან პერიოდულ ნაკლებობას?
  3. განიცდით შფოთვას ეაკულაციის მდგომარეობის შესახებ?
  4. ამჩნევთ თუ არა მუდმივ ან პერიოდულ უუნარობას, რომ მიანიწოთ სქესობრივი კმაყოფილება თქვენს სქესობრივ პარტნიორს?
  5. თქვენი სექსუალური ფუნქციის მდგომარეობამ გამოიწვია თუ არა კონფლიქტური სიტუაციები თქვენს სქესობრივ პარტნიორთან?
Man

შედეგი

Warning

დასკვნა:

უპასუხეთ ტესტის ყველა კითხვას

შედეგი

Warning Checked

დასკვნა:

ადრეული ეიაკულაცია არაა გამოვლენილი

გამოვლენილია ნაადრევი ეიაკულაცია

ტესტოსტერონის უკმარისობის ტესტი (AMS)

რომელი სიმპტომი გაქვთ ამჟამად? გთხოვთ, მონიშნოთ შესაბამისი პასუხები თითოეული სიმპტომისთვის. ჩაწერეთ კითხვარში გამოტოვებული სიმპტომი უჯრაში: "არცერთი".

  1. ზოგადი თვითშეგრძნებისა და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება (ზოგადი ჯანმრთელობა, სუბიექტური შეგრძნებები)
  2. ტკივილი სახსრებში და კუნთებში (ტკივილი წელის არეში, ტკივილი სახსრებში, წელის ქვედა ნაწილში, ტკივილი მთელ ზურგში)
  3. ჭარბი ოფლიანობა (გადაჭარბებული ოფლიანობის მოულოდნელი/უეცარი პერიოდები, წამოხურებები, დაძაბვის ხარისხისგან დამოუკიდებლად)
  4. ძილის პრობლემები (დაძინების გაძნელება, პრობლემები ძილის დროს, ადრეული გაღვიძება, დაღლილობის შეგრძნება გამოღვიძებისას, უხარისხო ძილი, უძილობა)
  5. ძილის მომატებული მოთხოვნილება, დაღლილობის ხშირი შეგრძნება
  6. გაღიზიანებადობა (აგრესიულობის შეგრძნება, არაადეკვატურ სტიმულებზე გაღიზიანება, აპათია)
  7. ნერვოზულობა (შინაგანი დაძაბულობა, ნერვიულობა, მოუსვენრობა)
  8. შფოთვა (პანიკის შეტევები)
  9. ფიზიკური გადაღლა / სასიცოცხლო ძალების დაქვეითება (შრომისუნარიანობის ზოგადი დაქვეითება, აქტივობის დაქვეითება, დასასვენებელი აქტივობებისადმი ინტერესის დაკარგვა, დაბალი თვითშეფასება, მიღწეულითთ უკმაყოფილება, იმის აუცილებლობა, რომ აიძულოთ საკუთარი თავის აქტიურობის წამოსაწყებად)
  10. კუნთური ძალის შემცირება (სისუსტის შეგრძნება)
  11. დეპრესია (მოწყენილობის შეგრძნება, სევდა, ცრემლიანობა, სტიმულის ნაკლებობა, განწყობის ცვალებადობა, უსარგებლობის შეგრძნება)
  12. შეგრძნება, რომ სიცოცხლის პიკი ჩავლილია
  13. დაცარიელებულობა, „ხელიდან წასვლის“ შეგრძნება:
  14. წვერის ზრდის სიჩქარის შემცირება
  15. სქესობრივი ურთიერთობის უნარისა და სიხშირის შემცირება
  16. დილის ერექციების რაოდენობის შემცირება
  17. სქესობრივი სურვილის / ლიბიდოს შემცირება (სექსისგან სიამოვნების არქონა, სექსუალური კონტაქტების დამყარების სურვილის არქონა).
Man

შედეგი

Warning

დასკვნა:

უპასუხეთ ტესტის ყველა კითხვას

შედეგი

Warning Checked

დასკვნა:

ტესტოსტერონის დეფიციტის ნიშნები არ გამოვლინებულა

გამოვლენილია ტესტოსტერონის უმნიშვნელო დეფიციტის ნიშნები

გამოვლენილია ტესტოსტერონის ზომიერი დეფიციტის ნიშნები

გამოვლენილია ტესტოსტერონის მნიშვნელოვანი დეფიციტის ნიშნები