სათესლის პროთეზირება


ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის არარსებობის შემთხვევაში მამაკაცი ხშირად განიცდის ფსიქოლოგიურ დისკომფორტს თვალსაჩინო კოსმეტიკური დეფექტის არსებობის გამო.
სათესლე პარკის ბუნებრივი იერსახის აღსადგენად და სათესლე ჯირკვლის არსებობის ილუზიის შესაქმნელად შესაძლებელია ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის პროთეზირება.
სათესლე ჯირკვლების მაღალი ხარისხის იმპლანტები ზომითა და სიმკვრივით სრულად შეესაბამება ნორმალურ ორგანოებს და ათავისუფლებს მამაკაცს ფსიქოლოგიური დისკომფორტისგან.
სათესლე ჯირკვლის პროთეზირების ოპერაცია გრძელდება დაახლოებით 30 წუთი და ყველაზე ხშირად ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, პაციენტს შეუძლია კლინიკის დატოვება ოპერაციიდან ერთი საათის შემდეგ.