შარდსადენის სტრიქტურა
სტრიქტურას უწოდებენ შარდსადენის (ანუ ურეთრის) შევიწროებას ლორწოვანი გარსის ქსოვილების დანაწიბურების გამო.
ყველაზე ხშირად ურეთრის სტრიქტურა ასოცირდება წინა სამედიცინო ოპერაციებთან და მანიპულაციებთან, ნაკლებად ხშირად -- ტრავმასთან და გადატანილ გონორეასთან.
ურეთრის სტრიქტურის დიაგნოზი ემყარება მის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს შარდსადენი არხის დამატებითი გამოკვლევა სპეციალური მოქნილი ენდოსკოპის საშუალებით.
ურეთრის სტრიქტურების ეფექტური მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ოპერაციის გზით. შევიწროების ბუჟირება და შიგნიდან ამოჭრა აუმჯობესებს მდგომარეობას მხოლოდ მცირე ხნით, შემდეგ კი მივყავართ ნაწიბუროვანი ქსოვილის მეტ ზრდამდე და შარდსადენის დამატებით შევიწროებამდე.
ურეთრის სტრიქტურის პლასტიკურ ქირურგიას ურეთროპლასტიკა ეწოდება. თუ სტრიქტურა მოკლეა, მაშინ შეიძლება შევიწროებული ადგილის მოცილება და შარდსადენის ნორმალური მონაკვეთების გადაბმა. გრძელი სტრიქტურების დროს აუცილებელია ურეთრის ლორწოვანი გარსის აღდგენა პირის ღრუდან გადანერგვის გზით.
შარდსადენის პლასტიკური ქირურგია მოითხოვს უროლოგის მნიშვნელოვან გამოცდილებას მსგავსი ოპერაციების ჩატარების საქმეში.