შარდის შეუკავებლობა
შარდის შეუკავებლობა, რომელიც გამოიხატება მისი უკონტროლო გაჟონვით, ყველაზე ხშირად მამაკაცებში ვლინდება პროსტატის ჯირკვალზე ოპერაციების შემდეგ (რადიკალური პროსტატექტომია, წინამდებარე ჯირყვლის ტრანსურეთრალური რეზექცია).
ყველაზე ხშირად ეს დარღვევა თავისთავად ქრება ოპერაციიდან 1 წლის განმავლობაში.
შემთხვევათა 8-10%-ში შარდის შეუკავებლობა მუდმივია და საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას.
მცირე გაჟონვის დროს შეიძლება ეფექტურად გამოიყენოთ ბალიშები, პენისის თავის დამჭერები და სპეციალური უროპრეზერვატივები (უროკონდომები).
შარდის მძიმე შეუკავებლობის დროს აუცილებელია ოპერაცია სპეციალური პროთეზის – შარდის ბუშტის ხელოვნური სფინქტერის ჩასადგმელად, რომელიც მთლიანად აღადგენს შარდის შეკავებას და მამაკაცი თავს კვლავ ჯანმრთელად იგრძნობს.