სასქესოს ასოს თანდაყოლილი გამრუდება

სასქესო ასოს თანდაყოლილი გამრუდება მამაკაცების დაახლოებით 15%-ს აღენიშნება და ხდება ამ ორგანოს არათანაბარი ზრდის გამო.
დაავადება ერექციის დროს პენისის გამრუდებით ვლინდება, რაც ჩვეულებრივ სასქესო მომწიფების დროს შეინიშნება.
სასქესო ასოს გამრუდების დასადასტურებლად მამაკაცს კონსულტაციის დროს სთხოვენ ორგანოს ფოტოსურათებს ერეგირებულ მდგომარეობაში. დეფორმაციის თანდაყოლილი ბუნება დგინდება დაავადების ისტორიის გარკვევის საფუძველზე. პეირონის დაავადებისგან განსხვავებით (პენისის შეძენილი გამრუდება), ამ ორგანოს პალპაცია არ ავლენს ქსოვილების რაიმე სახის გამკვრივებას.
მკურნალობას ექვემდებარება პენისის მხოლოდ მძიმე (>15°) გამრუდება. დეფორმაციის კორექცია ხორციელდება ქირურგიულად. ყველაზე გავრცელებულია არაშეწოვადი ნაკერების დადება, რომლებიც დაამოკლებენ პენისს ამოზნექილი მხარის გასწვრივ.
სასქესო ასოს ქირურგიული გასწორება კომპლექსური პლასტიკური ქირურგიაა, რომლის შედეგები დამოკიდებულია ოპერატორი უროლოგის გამოცდილებაზე.