პეირონის დაავადება
პეირონის დაავადება არის სასქესო ასოს შეძენილი გამრუდება, რომელიც წარმოიქმნება ამ ორგანოს ერთ-ერთ ღრმა გარსში ქსოვილების გამკვრივების გამო.
დაავადება გენეტიკურ მიდრეკილებას უკავშირდება და 3-ჯერ ზრდის ერექციული დისფუნქციის განვითარების რისკს.
პეირონის დაავადებას აქვს მწვავე და ქრონიკული სტადიები. პენისის გამრუდება შემთხვევათა 90%-ში ხდება ქრონიკულ ფაზაში და ის დგინდება პაციენტის მიერ გადაღებული ერეგირებულო ორგანოს ფოტოების მიხედვით. პალპაციისას ვლინდება ღრმა ქსოვილების გამკვრივება (ფოლაქები). მწვავე სტადიაში ერექციის დროს ჩნდება ტკივილი პენისში.
პეირონის დაავადების მწვავე ფაზის მკურნალობა ტარდება მედიკამენტებით, რომლებიც აჩქარებენ მის გადასვლას ქრონიკულ სტადიაზე.
პენისის გამრუდება შეიძლება გამოსწორდეს მისი გამოხატული ხასიათის (> 15°) შემთხვევაში მხოლოდ დაავადების ქრონიკულ სტადიაში.
ნორმალური ერექციისა და პენისის მისაღები ზომის შემთხვევაში მისი გასწორება მიიღწევა არაშეწოვადი ნაკერების დადებით, რომლებიც დაამოკლებენ ორგანოს ამოზნექილი მხარის გასწვრივ.
შენარჩუნებული ერექციისა და პენისის მცირე ზომის შემთხვევაში, მისი დამოკლების თავიდან აცილების მიზნით, ხდება ფილაქის ჩანაცვლება ჩაზნექილი მხარის გასწვრივ თვით პაციენტის ან დონორის ნორმალური ქსოვილებით.
ერექციის დარღვევის შემთხვევაში, პენისის გამოხატულ გამრუდებასთან ერთად, ატარებენ ფალოპროთეზირებას, რომელიც მოაგვარებს ორივე პრობლემას.