სასქესო ასოს პროტეზირება

ფალოპროთეზირება არის სასქესო ასოს შიდა პროთეზის ჩანერგვის ოპერაცია მძიმე ერექციული დისფუნქციის შემთხვევებში. ამ შემთხვევაში ჩარევის თვალსაჩინო კვალის გარეშე იმპლანტი შეჰყავთ ამ ორგანოში კავერნოზული (მღვინისებრი) სხეულების ნაცვლად. ეს ჰგავს მილის ჩანაცვლებას მილის საბურავში, მაგრამ თავად საბურავი იგივე რჩება.
არსებობს სასქესო ასოს ნახევრად ხისტი და ჰიდრავლიკური იმპლანტები. ეს უკანასკნელი ყველაზე მოსახერხებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში, ქმნის უფრო ბუნებრივ ერექციას და სრულიად უხილავია.
ნახევრად ხისტი ფალოპროთეზით ერექციის მისაღწევად საჭიროა უბრალოდ პენისის გასწორება. იმპლანტის დეაქტივაცია ხორციელდება სათესლე პარკის პარალელურად ორგანოს მოხრით.
ჰიდრავლიკური ფალოპროთეზის საშუალებით ერექციის მისაღწევად საჭიროა რამდენჯერმე დააჭიროთ ტუმბოს ქვედა ნაწილს, რომელიც სათესლე ჯირკვლის უკანა სკროტუმშია დამალული. იმპლანტის არააქტიურ მდგომარეობაში გადაყვანა ხდება იმავე ტუმბოს ზედა ნაწილში არსებულ ღილაკზე ზეწოლით.
თანამედროვე ფალოპროთეზების იმპლანტაცია შესაძლებელია კანის 3 სხვადასხვა განაკვეთის მეშვეობით: სათესლე პარკზე, ბოქვენზე ან სასქესო ასოს თავის უკან. თითოეული მეთოდი უპირატესია კონკრეტულ სიტუაციებში, თანმხლები დაავადებების მიხედვით. ამ მხრივ სასურველია ფალოპროთეზირბის ჩატარება ყველა მეთოდის მცოდნე ქირურგთან, რათა კონკრეტული პაციენტისთვის ოპტიმალური ვარიანტი იყოს გამოყენებული.
თანამედროვე ჰიდრავლიკური ფასლოპროთეზების მუშაობის რესურსი აღემატება 20 წელს და მათ გააჩნიათ დამტვრევისგან დაზღვევის უვადო გარანტია. ნახევრად ხისტი იმპლანტები ფუნქციონირებს საშუალოდ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში.