პრიაპიზმი
პრიაპიზმი არის არანორმალურად ხანგრძლივი ერექცია, რომელიც გრძელდება 4 საათზე მეტს.
პრიაპიზმი ვლინდება ერეგირებული სასქესო ასოს ტკივილით და თავის ქსოვილების დუნე (რბილი) კონსისტენციით.
დაავადების ყველაზე ზუსტი დიაგნოზი დაისმება დაავადების ისტორიის გარკვევის, პენისიდან მიღებული სისხლის აირების შემადგენლობის ანალიზის და დოპლერ-ულტრაბგერითი გამოკვლევის საფუძველზე; ეს უკანსკნელი შეაფასებს ამ ორგანოში გამავალ სისხლის ნაკადებს.
დროული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ხდება მძიმე ერექციული დისფუნქციის განვითარება, რომელიც საჭიროებს ფალოპროთეზირებას.
პრიაპიზმის მკურნალობა არის ერექციის სასწრაფო ლიკვიდაცია. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, გამოიყენება პენისის კავერნოზული სხეულების გამორეცხვა და მათში ვაზოკონსტრიქტორული პრეპარატების შეყვანა. თუ ეს ზომები არაეფექტური აღმოჩნდება, გამოიყენება ამ ორგანოს ქირურგიული შუნტირების სხვადასხვა მეთოდები. თუ პრიაპიზმი 24 საათზე მეტხანს გაგრძელდება, პენისის პროთეზირება კეთდება პენისის ფუნქციის და ზომის შენარჩუნების მიზნით.