სასქესო ასოს გადიდება


მამაკაცების დაახლოებით 70% არ არის კმაყოფილი სასქესო ასოს ზომით, რაც განაპირობებს ამ ორგანოს ზომაში მომატების ქირურგიული ოპერაციების პოპულარობას.
ექსტენდერის საშუალებით გამჭიმავი თერაპია ზრდის პენისის სიგრძეს მოკლე დროში. თუმცა, დამაგრძელებელი ოპერაციების შემდეგ სასურველია ექსტენდერის ტარება დაგრძელების საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
პენისის სიგრძის გასაზრდელად შეიძლება იმ იოგის გადაკვეთა, რომელიც ამაგრებს ამ ორგანოს ბოქვენის ძვალს. ეს ოპერაცია შეიძლება შესრულდეს განაკვეთით პუბისზე (უფრო ეფექტურად) ან სკროტუმზე (უფრო შეუმჩნეველია).
შესაძლებელია პენისის ლილვის ან მისი თავის სისქის გაზრდა ამ ორგანოს კანქვეშ ჰიალურონის მჟავას გელის იმპლანტაციით.
მძიმე ერექციული დისფუნქციის შემთხვევაში შეიძლება ერთდროულად გაიზარდოს პენისის სიგრძე ფალოპროთეზის დახმარებით, სპეციალური „მოსრიალე“ მეთოდიკით.
პენისის სიგრძის მაქსიმალური მატება შესაძლებელია არაუმეტეს 4 სმ-ით.